.ვარ 30 წლის.ვარ გათხოვილი და მყავს შვილი,7 წლის.მ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

06-07-2018

-გამარჯობათ.ვარ 30 წლის.ვარ გათხოვილი და მყავს შვილი,7 წლის.მოკლედ?მაქვს პროლაქტინი აწეული.43 მქონდა და მერე , რომ გავიკეთე 41.ვიყავი ენდოკრინოლოგთან (წონაში დაკლების მიზნით)რა ანალიზებიც გავიკეთე ექიმის დანიშნულებით მაშინ გაირკვა რომ მაქვს ჰიპოთირეოზი და პროლაქტინი მომატებული.დამინიშნა ეუთიროქსი და ვიღებ მაგ წამალს.ასევე გავიკეთე თავის მრტ ულტრაბგერითი გამოკვლევა და არაფერი არ იყო. (თუ არ ვცდები ჰიპოთალამუსი ახსენა,რომ არ იყოს რაიმეო.რადგან თავის ტკივილებიც მქონდა და პროლაქტინის აწევა მაგანაც ოცისო) 6 თვეა ვიღებ ეუთიროქსს (75მლ) .ციკლი წინა თვეში არ მომივიდათოთქოს მაქვს ის შეგრძნებები,რაც ციკლის მოსვლის წინ მაქვსხოლმე ,მაგრამ ივნისის თვეში არ მომივიდა.გადავიღე ეხო თვის ბოლოს და ექიმმა ჯერ მოსვლოს არაფერი უჩანს ამ საკვერცხეებსო.ასევე მარჯვენა საკვერცხის კედლები შეთხელებულიაო.(ორსულად არ ვარ.ტესტიც ჩავოტარე)რამ იცის ეგკედლების შეთხელება?და მაინტერესებს რას მირჩევთ რომ მივიღო პროლაქტინის დასარეგულილებლად?ასე მგონია წონაშიც მაგიტომ ვარ მომატებულო და ეს ციკლოც მაგიტომ ამერია.დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის   ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი

-თქვენი ჩივილები - მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, წონაში მომატება - ნამდვილად დაკავშირებულია ჰიპოთირეოზთან და პროლაქტინის მაღალ მაჩვენებელთან. რაც შეეხება საკვერცხეებს, საინტერესოა მათი ზომა და  მოცულობა, ასევე ენდომეტრიუმის სისქე. გესაჭიროებათ დამატებითი გამოკვლევები, რის შემდეგაც შეირჩევა სათანადო მკურნალობა.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: პროლაქტინი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად