რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით რას ნიშნავს გლუტენის აუტანლობა ვერანაირ ტკბილი გემოს პროდუქტს ვერ ვჭამ (ხილი , ტკბილეული , ბოსტნეულიც კი მეტკბილება )როდესაც ვღეჭავ უკვე მაქვს უსიამოვნო შეგრძნება და თუ მაინც შევჭამ მალევე გული მერევა. შეიძლება იყოს გლუტენის აუტანლობის ბრალი?
პასუხი
-თქვენ გაქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, ფრუქტოზემია. უნდა გაიკეთოთ შარდის საერთო ანალიზი (ნორმაში შარდში ფრუქტოზა არ უნდა იყოს), სისხლში გლუკოზის დონე, თუ ის დაქვეითებულია, ფრუქტოზა კი -მომატებული, ე.ი. სახეზეა ფრუქტოზემია. არის კიდევ სხვა გამოკვლევები და დიაგნოსტიკური ტესტები, რომლის ჩატარების აუცილებლობას ადგილზე განსაზღვრავს ექიმი. მკურნალობა რაციონალურ დიეტოთერაპიაში მდგომარეობს. გირჩევთ გამოკვლევის მიზნით მიმართოთ გასტროენტეროლოგს, დიაგნოზის დაზუსტების და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შეფასების შემდეგ ექიმი გაგაცნობთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლის მიღება უსაფრთხო იქნება თქვენთვის. რაც შეეხება მიზეზს, ეს არის მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება. ხოლო გლუტენის აუტანლობა არის დაავადება ცელიაკია, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტენის მიღებისას. ამ ცილას შეიცავს პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცის ქერქი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა მოსამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი, ჭვავი ან ქერი.