რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ! ვარ 39 წლის ქალი, მაინტერესებს ქლამიდია მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის თუ სხვა რამითაც. თუ შეიძლება რომ მითხრათ.წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი
-ქლამიდიოზი მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას და ის ვრცელდება დაავადებულ პირთან უშუალო კონტაქტით. საყოფაცხოვრებო გზით დასნებოვნება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებრეალური -ორგანიზმის გარეთ ქლამიდია სწრაფად იღუპება, ინფიცირებისთვის საკმარისი რაოდენობის მიკრობები საყოფაცხოვრებო გზით ორგანიზმში ვერ მოხვდებიან, ასე რომ, საპირფარეშოში, უნიტაზზე ჯდომით, ასევე აუზზე, აბანოში, საერთო ჭურჭლისა თუ პირსახოცის გამოყენებით ინფიცირება არ ხდება. უყურადღებობის შემთხვევაში ქლამიდია გადადის ქრონიკულ სტადიაში და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს. როგორც მამაკაცებისთვის, ისევე ქალებისთვის ინფექციის განვითარების უკანასკნელ წერტილს წარმოადგენს უნაყოფობა, ხოლო თუ მაინც მოხერხდა დაორსულება, სპონტანური აბორტის ალბათობა დიდია.