რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა!ვარ 16 წლის და მაქვს სქოლიოზი, რომელიც გამოწვეულია ცალ მხარზე ჩანთის ტარებით. ადრე, რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე მასაჟები, თუმცა არანაირი შედეგი არ ქონია. როდესაც მოვიხრები ძალიან მიშლის ხელს. რამდენიმე ექიმთან ვიყავი თუმცა ყველამ მითხრა ამ მდგომარეობაზე რომ დარჩეს ნორმალურიაო. ექიმებმა მირჩიეს ცურვა (ვცურავ), მაგარ საწოლზე წოლა (ვწევარ, თან უკვე წლებია), პატარა ბალიშის გამოყენება (საერთოდ ბალიშის გარეშე ვიძინებ).მაინტერესებს თქვენ რას მირჩევდით
პასუხი
-სქოლიოზი პროგრესირებს 18 წლამდე , ხერხემლის არათანაბარი დატვირთვა, არასწორად ჯდომა და ბევრი სხვა ფაქტორი ხელს უწყობს სქოლიოზის პროგრესირებას. სასურველი შედეგის მისაღებად ორთოპედ-ვერტებროლოგს უნდა მიმართოთ, რომელიც ხერხემლის სვეტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ იმ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელიც თქვენი მდგომარეობისთვის იქნება რეკომენდებული. ზოგადი ინფორმაციის მიღება კი შეგიძლიათ ჩვენი ვებრ გვერრდიდან, გადადით ბმულზე https://mkurnali.ge/profilaqtika/1354-kherkhemlis-masazhi-da-samkurnalo-varjishebi-skoliozis-dros.html