რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა,დამეხმარეთ ვერ ვუმკლავდები ეჭვიანობას..1წლის წინ რაღაც შევნიშნე ჩემს ქმარს და იმის მერე ნდობა დავკარგე საერთოდ ვერ ვენდობი მიმტკიცებს ტყუილად ეჭვიანობო არავისთან არაფერი ხდება ბავშვს იფიცებს მაგრამ მაინც არ მჯერა..ტურისტულ სააგენტოში მუშაობს ტურისტები გადაჰყავს დ ათითქმის სულ გარეთააა ყურადღებაც მაკლია და თან სულ მგონია ვიღაცასთან ერთადაა ვიღაცას ნახულობს წერს გამუდმებით ვუმოწმებ ტელეფონს..ახლა უკვე სწავლა დავამთავრე მეც სულ სახში ვარ გამოკეტილი (ბავშვი პატარა მყავს) დეპრესია დამეწყო..და თავის ტკივილები ბავშვის დამტოვებელიც არ მყავს რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციები დავგეგმო...არ ვიცი როგორ მოვიქცე..ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე მაგრამ ერთადერთი იმ წამს რაც მადარდებდა ბავშვის მარტო დატოვების მეშინია..არადა ჩემს ქმარში რადიკალურ ცვლილებებს ვხედავ...ადრე უფრო აინტერესებდა ჩემი ყველა ნაბიჯი ყველა ქცევა ახლა უკვე აღარ...რომ ვურეკავ არ მოწონს...
პასუხი
-პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აუცილებლად და თან დროულად უნდა მიმართოთ ფსიქონევროლოგს და თვითმკვლელობაზე ფიქრს უნდა შეეშვათ. თვითმკვლელობით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის გამო პირველ რიგში დაისჯებით თავად თქვენ და თქვენი უსაყვარლესი ადამიანი- თქვენი შვილი, რომელისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დედის მზრუნველობას, სითბოს და სიყვარულს. შეიძლება ძალიან გადაიღალეთ (პატარა ბავშვზე ზრუნვა არ არის ადვილი, მითუმეტეს თუ არავინ გყავთ დამხმარე) და ეს იწვევს თქვენს ასეთ დეპრესიულ მდგომარეობას, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის მხრივ გაქვთ პრობლემები ან ვიტამინების დეფიციტი და ეს არის მიზეზი. რაც შეეხება ეჭვიანობას, კარგს არაფერს მოიტანთ. ეჭვიანობა მეუღლესთან ურთიერთობას უფრო მეტად გაგიფუჭებთ. გაითვალისწინეთ, რომ ისეთი მძაფრის გრძნობა, როგორიც ქორწინების პირველ წელებში გქონდათ ვერ გექნებათ შემდგომში. რასაკვირველია სიყვარული არ ნელდება, უბრალოდ, ისე მძაფრად აღარ ხდება მისი გამოხატვა. გირჩევთ, იმუშაოთ გარეგნობაზე, ეცადეთ სულ კარგ ფორმაში იყოთ, დაათბეთ მეუღლესთან ურთიერთობა, ისეთი გარემო შექმენით ოჯახში, რომ მეუღლემ მყუდროდ იგრძნოს თავი და სულ ოჯახისკენ მოუწევდეს გული, მოაწყვეთ რომანტიული ვახშმები, მეუღლესთან და ბავშვთან ერთად გადით ქალაქგარეთ, იარეთ სტუმრად და ა.შ. გარდა ამისა, თქვენ იურთიერთეთ მეგობრებთან.