რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 15 წლის 192 სანტიმეტრი 87 კგ და მინდა რომ 77კგმდე ჩამოვიდე რომელ დიეტას მირჩევდით. რაც შეიძლება სწრაფად რომ დავიკლო
პასუხი
-კონკრეტულ დიეტას საიტიდან ვერ დაგინიშნავთ, უნდა მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგს ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაგენიშნებათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული კვების რეჟიმი. ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდა-განვთარების პროცესზე. მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია. უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან, შემწვარ საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი(მოხარშული) და პური. პარალელურად საჭიროა ინტესნიური ვარჯიში(დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით). პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჯანმრთელობის დაუზიანებლად სასურველი შედეგის მიღება.