რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა ,თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან .არასოდეს არ მქონია ღრძილების პრობლემა ,მაგრამ უცბად შევნიშნე სისხლდენა კბილების გახეხვის დროს.დროულად ვიმკურნალე ( გავიწმინდე კბილები ქვებისგან ,გამიკეთდა 10 დღიანი კურსი 5 ნემსით და მალამოებით,მეტი ნემსი არ შეიძლებაო ) ,თუმცაღა მაინც შევამნჩნიე სისხლი .იქნებ მირჩიოთ სავლები ,მალამო ,მედიკამენტი ან რამე საშუალება რომ შედეგი მქონდეს და კიდევ უშედეგოდ აღარ ვიხადო საკმაოდ დიდი თანხა .და კიდევ მაინტერესებს ღრძილების ანთება გადამდებია ნერწყვით ? წინასწარ გიხდით მადლობას .
პასუხი
- სასურველია გაკეთდეს ბაქტერიოლოგიური ანალიზი რძილებიდან აღებული ნაცხისა და დადგინდეს ანთების გამომწვევი, ასევე უნდა დადგინდს, ხომ არ გაქვთ ენდოკრინული პათოლოგია, რაიმე ზოგადი ინფექცია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხუი საშუალებებიც. გაეცანიოთ სტატიას ჩვენს საიტზე: ღრძილებიდან სისხლდენა - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა