რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 9 ივნისს მიკბინა ძაღლმა (უმნიშვნელოდ და ძაღლი ცოცხალი კარგად არის) და 10 ივნისს გავიკეთე ტეტანუსის ანატოქსინი, ამასთან ერთად ტეტანუსის შრატი, და კიდევ ცოფის საწინააღმდეგო აცრა. შემდეგ 13 და 17 ივნისს გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო კიდევ 2 აცრა (უკვე ტეტანუსის გარეშე). ამის შემდეგ ვერაფრით ვერ დავადგინე რა დროის გასვლის შემდეგ შემიძლია მივიღო ალკოჰოლი. მსგავსი მკითხაობა ექიმების მხრიდან მე არ მინახავს. თავიდან მითხრეს 6 თვე. შემდეგ იმუნიზაციის ცენტრში მითხრეს 1 თვე არის რეალურადო, მარა გააჩნია ტეტანუსი რომელი გაიკეთეო, აღმოჩნდა, რომ გკეთებული მქონდა რუსული ტეტანუსი და მაგიტომ ისევ მითხრეს ოოო მაშინ 6 თვეო. ინტერნეტში ვნახე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ოფიციალური განცხადება, სადაც ამბობს შემდეგს “მინდა დავაფიქსირო, რომ ტეტანუსის ანატოქსინით აცრა გახლავთ აბსოლუტურად უვნებელი. აცრის შემდგომ პერიოდში არავითარი სპეციალური დიეტის დაცვა არ არის აუცილებელი. ზოგადად ჯობია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და რამოდენიმე დღე თავის შეკავება ალკოჰოლისგან. თუ ადამიანს მოუხდა ალკოჰოლის მიღაბა, ეს არ არის პანიკის საფუძველი. დამერწმუნეთ არაფერი განვითარდება“. აი ამის ფონზე საერთოდ ვეღარ გავიგე რა მარაზმია, რაც მითხრა დაახლოებით 6 ექიმმა. არესებობს საერთოდ რამე არგუმენტირებული პასუხი გარდა იმისა, რომ ზოგი ამბობს 1 თვეს, ზოგი 6 თვეს, ზოგი 3 თვეს და ამ ყველაფრის უკან მე ვარაფერი დასაბუთება ვერ მოვისმინე საერთოდ. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის. ანუ როგორ შეიძლება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უფროსი ამბობდეს ერთს და ექიმები სრლიად განსხვავებულ ვერსიებს და ისიც ერთამნეთისგან იმხელა განსხვავებებით. იმედია მიპასუხებთ წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი
-ეს მკითხაობა არ გახლავთ, ზუსტად ასეთი პერიოდი იყო ცნობილი, როდესაც კრძალავდნენ სხვადასხვა ალერგენთან შეხებას. დიახ ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ადამიანებს ურჩევენ თავი შეიკავონ ალერგიული საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან. თუმცა მასზე რეაქციის განვითარება, ისევე როგორც ალერგიული რეაქციების განვითარების დროს, სრულიად ინდივიდუალრურია, სწორედ ამიტომა იძლევიან ასეთ რჩვებს.