რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს რა სიმპტომებით განსხვავდება მუცლის მოშლა გარე ორსულობისგან . მადლობა
პასუხი
-საშვილოსნოსგარე ორსულობის ამოცნობა ადრეულ სტადიაში ძნელია. თავდაპირველად ის ჩვეულებრივ ორსულობასავით მიმდინარეობს: წყდება მენსტრუაცია, ქალი უჩივის უმადობას, გულისრევას, პირღებინებას, სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას. იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში, ცალ მხარეს, შეიგრძნობა სუსტი მქაჩავი ტკივილი. მაგრამ ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. საშვილოსნოსგარე ორსულობა, წესისამებრ, მე-5-8 კვირას წყდება. ეს პროცესი სხვადასხაგვარად მიმდინარეობს: ზოგჯერ ვითარდება მილის აბორტი - ჩანასახის ქსოვილი აშრევდება მიმაგრების ადგილიდან და ან მილშივე რჩება, ან მუცლის ღრუში გადადის. მილის აბორტი ხშირად რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ დროს მუცლის მწვავე, მჩხვლეტი, ზოგჯერ ყრუ ტკივილის გარდა შესაძლოა თავი იჩინოს სარძევე ჯირკვლების ტკივილმა, საშოდან მუქმა წითელმა ან ყავისფერმა სისხლიანმა გამონადენმა. სხვაგვარად მიმდინარეობს საშვილოსნოსგარე ორსულობა, როდესაც მილის კედელი ვერ უძლებს დატვირთვას და ირღვევა. ამ დროს სიმპტომები იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ: ძლიერი გენერალიზებული ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა. ზოგჯერ ქალი გონებასაც კი კარგავს. მილის გახეთქვას მოჰყვება სიცოცხლისათვის საშიში მასიური შინაგანი სისხლდენა. საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო კვერცხსავალი მილის გასკდომამ და მუცლის ღრუში სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და კოლაფსი. ვინაიდან საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის დროს კლინიკური სურათი წაშლილია და დიაგნოზის დასმა მხოლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი, ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში თუ ჩატარდება ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევა ზუსტად დადგინდება, სად იმყოფება ნაყოფი. ზოგჯერ სადიაგნოზოდ აუცილებელია მუცლის ღრუს ლაპაროსკოპიის ჩატარებაც, ლაპაროსკოპიული მეთოდით ყველაზე უკეთ განისაზღვრება მილის ორსულობის ზუსტი მდებარეობა.