რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, დღეს ვიყავი სტომატოლოგთან და კბილში ჩამიდო დარიშხანი.მყავს ერთი თვის პატარა რომელიც წოვს ძუძუს.სტომატოლოგის თქმით დარიშხანი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.პედიატრები კი სხვადასხვა აზრზე არიან.ერთი მეუბნება რომ არ არის საშიში,მეორე კი კატეგორიულად წინააღმდეგია.ორი დღე უნდა მქონდეს კბილში ეს წამალი და როგორ მოვიქცე? მოვაწოვო პატარას ძუძუ თუ არა?
პასუხი
- ზოგადად ორსულობისა და მეძუძურობის დროს დარიშხანის გამოყენება სასურველი არ არის, დეპულპაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა ზოგჯერ სტომატოლოგი მაინც იყენებს ნერვის მოკვლის ამ გზას და ამაში საგანგაშო არაფერია.
რაღა დროს დარიშხანი და სტრიხნინაა, რომელი საუკუნეა... დარიშხანი ბოლომდე არ კლავს ნერვს და მაინც ტკივილით მოგიწევთ ამოღება, რაც დაუშვებელია ორსულისთვის. გამოიცვალეთ სტომატოლოგი.