რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
-გამარჯობათ ზაფხულობით მაწუხებს ხელის გულების და ფეხის გულების ოფლიანობა რისი ბრალი უნდა იყოს ვარ 21 წლის
პასუხი
-ხელისგულების ოფლიანობა ჭარბოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. იგი ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის ნიშანია. შესაძლოა ეფექტური იყოს ვარჯიში, წყლის პროცედურები, ზოგჯერ დამამშვიდებელი საშუალებები. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იონტოფორეზი და ბოტოქსის ინექციები . ხელისგულების ჰიპერჰიდროზის ქირურგიული მკურნალობაც არსებობს (ენდოსკოპიური თორაკოსკოპიული სიმპატოექტომიით). რასაკვირველია, პირდაპირ ქირურგიული მეთოდით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება და არც არის საჭირო. მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. კონსერვატიული მკურნალობა კი საკმაოდ ხშირად იძლევა დადებით შედეგს. კარგი შედეგი შეიძლება მოგცეთ ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთებამ (ცხელისა და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), გარდა ამისა, ყოველდღე გაიკეთეთ ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კოვზი გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც. ფეხებისს ოფლიანობის შემთხვევაში ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის. პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები. არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ. ტერფების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც.