რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. თუ შეიძლება მიპასუხეთ. გლიოზური ლაკუნა იკურნება? გენეტიკურად გადადის ან საშიშია თუ არა დასაოჯახებელისთვის?
პასუხი
-გლიოზი თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება ხდება სხვა სტრუქტურით. როგორც კანის დაზიანებისას კანის ქსოვილის ადგილს იკავებს სხვა ქსოვილი და ჩნდება ნაიარევი, ასევე ტვინის ქსოვილის დაზიანებისას ჩნდება მეტად ნატიფი სტრუქტურა, რომელიც ავსებს სიცარიელეს, მაგრამ ამავე დროს არ აზიანებს გვერდით მდებარე ტვინის ქსოვილებს. როცა გლიოზის დიაგნოზი დგინდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით, შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ტვინის ქსოვილის დესტრუქცია, მიზეზებს შორის შეიძლება იყოს: გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი, ეპილეფსია, ჟანგბადოვანი შიმშილი, ტრავმა, ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტონია და სხვა. კონკრეტული დასკვნა ნევროლოგმა უნდა გააკეთოს. გლიოზის საბოლოო განკურნება არ ხდება, მაგრამ მისი დამძმიების პროფილაქტიკა შესაძლებელია, მთვარია დროულად გაირკვეს მისი გამომწვევი მიზეზი და მოხდეს მისი მკურნალობა.