რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, შარდის ბუშტის ცისტოსკოპია/ბიოფსიით (ჩატარდა უროლოგიის ცენტრში ) აღმოჩნდა რომ არის შარდის ბუშტის ანთება და ბუშტის ყელის უბანში არის განვითარებული ლეიკოპლაკია. თუ ხდება ფიტოთერაპიით აღნიშნულის მკურნალობა და რამდენად შედეგიანია?
პასუხი
-არა, ფიტოთერაპიით არ ხდება მკურნალობა, ფიტოთერაპია მხოლოდ დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმმა უნდა დანიშნოს მკურნალობა შარდის ბუშტის დაზიანების ხარისხის და დაავადების სტადიის მიხედვით. მკურნალობა შეიძლება იყოს თერაპიული და ქირურგიული. სანამ ექიმი თერაპიულ მკურნალობას დანიშნავს, უნდა გამოავლინოს დაავადების გამომწვევი და ამის მიხედვით ინიშნება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ინიშნება გამორეცხვები და ფიზიოთერაპია. თუ დაავადება შორს წასულია, მაშინ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.