რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობამაქვს ჭარბი ოფლიანობა სახეზე როგორც კი გარეთ გავდივარ ან უხერხულ სიტუაციაში ვვარდები მაშინვე ოფლი მასხავს,მალე მეცვლება ხასიათი და წონაში მომატების დროს მაშინვე მუცელზე და გვერდებზე ვიმატებ და მაინტერესებს ეს ჰორმონალური დისბალანსის მაჩვენებელი ხომ არ არის?
პასუხი
-სახის ოფლიანობა არის ლოკალური ოფლიანობა, ისეთივე როგორიც ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. სახის ჭარბოფლინობა თუ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ან გარემოს მაღალი ტემპერეტურის დროს აღინიშნება ეს არ არის კვლევის საფუძველი, პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ასევე, ცხელმა, ცხარე, ცხიმინმა საკვებმა, კოფეინმა, ალკოჰოლმა, ემოციურმა მდგომარეობამ. სახის ჰიპერჰიდროზს (ფასციური ჰიპერჰიდროზი, სახის, თავის ოფლიანობა) სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს. მცირედი მღელვარების, განსაკუთრებით –სოციალური სტრესის დროს სახე (ზოგჯერ –თავის თმიანი ნაწილი და ყელიც) ძლიერ ოფლიანდება. ხშირად სახის ჰიპერჰიდროზთან შერწყმულია ხელისგულების ჰიპერჰიდროზი, ასევე –სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიურობის სხვა ფორმები, მაგალითად, სახის პათოლოგიური სიწითლე –ერითროფობია. იღლიების ჰიპერჰიდროზი. ჩივილები მხოლოდ სოციალური ხასიათისაა, ძალიან ეფექტურია, თუმცა დროებითი ბოტოქსის ინექციებით მკურნალობა. რაც შეეხება წონას, შეგიძლიათ მიმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩაიტართ გამოკვლევები და გაირკვევა წონის ცვალებადობა უკავშირდება თუ არა რაიმე ტიპის პათოლოგიას.