რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, პირველი ორსულობა შემიწყდა 6 კვირაზე, ნაყოფს გული გაუჩერდა და გაიწოვა (ასე მითხრეს ექოსკოპისტმა და გინეკოლოგმა), მაგრამ 9 კვირამდე ვერ გავიგე, სისხლდენა არ დამწყებია. მე სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი მაქვს 5 წელია, მაგრამ ჩანაცვლებიტ ტერაპიაზე ვარ რეგულარულად და ჰორმონები წესრიგში მაქვს, ორსულობის საწყის ეტაპზეც და ექვსი კვირის განმავლობაში ჰორმონები ნორმაში იყო (1,48 ყოველკვირეულად ვამოწმებდი). შეგიძლიათ მითხრათ რას შეეძლო გამოეწვია ნაყოფისთვის გულის გაჩერება?
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი - გინეკოლოგი, ლალი ფხალაძე
- ნაყოფის გულისცემის გაჩერება შეიძლება მრავალ მიზეზთან იყოს დაკავშირებული: ინფექციებთან, სისხლის შედედების პათოლოგიასთან( ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი) და სხვა. შეასაძლებელია იყოს შემთხვევითი მოვლენაც. გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის ორჯერ შეწყვეტის შემდეგ.