დედაჩემთან დაკავშირებით მაქვს 2 შეკითხვა. დედაჩემ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-06-2018

-გამარჯობათ, დედაჩემთან დაკავშირებით მაქვს 2 შეკითხვა. დედაჩემი არის 79 წლის, 10 წლის წინ დაემართა ინსულტი და მას შემდეგ ძირითადად კრესლოში ზის და ხან ნაახევარ საათში და ხან ერთ საათში ერთხელ დადის.1) ერთი წლის უკან ცალი ძუძუს ქვევით ნაკეცში გაუჩნდა სიწითლე და ჰქონდა ქავილი, ხანდახან პატარა ადგილზე კანი სკდებოდა და ოდნავ სისხლდენაც ჰქონდა. ვუსვავდი მალამო ”ტრიდერმს”, თითქოს მოურჩინაო, მაგრამ ისევ უღიზიანდებოდა. შემდეგ მოვსინჯე მალამოები ”სინაფლანი” და ”გიოკსიზონს”, აგრეთვე გამოვიყენე ”თეთრი კასტელანი” და კვირაში ერთხელ ვუწმინდავდით წყალბადის ზეჟანგით. მაგრამ ყველაზე კარგი შედეგი ისევ ”ტრიდერმ” მალამოს ჰქონდა და დღესაც დილაობით ვუსვამ ხოლმე.2) კუდუსუნის ქვემოთ ცალკ დუნდულაზე პატარა ადგილზე შეიმჩნევა სიმუქე, ხანდახან პატარაზე სკდებოდა კანი. დილას და საღამოს ვუსვამდი ”უზნაძე-მჭედლიშვილის 2” მალამოს, ამ ბოლო დროს ვიყენებ ”სუდოკრემს”. თითქოს მოურჩინა,მაგრამ სიმუქე მაინც შეიმჩნევა. ამ ეტაპზე ტკივილი არა აქვს და მალამოსაც აღარ ვუსმავ.იქნება გამიწიოთ კონსულტაცია ორივე კითხვაზე. თვითონ გარეთ ვერ გამოდის რომ მიმეყვანა დერმატოლოგთან და თუ შეიძლება დისტანციურად კონსულტაცია გამიწიოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
- კანი მუდმივად უნდა ათვალიეროთ, რათა არ მოხდეს ნაწოლების და ნახეთქების გაჩენა. პერიოდულად ამუშავეთ ქაფურის ზეთით, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა ადგილობრივად, მაგრამ დაუშვებელია ამ უკანასკნელის დაზიანებულ კანზე წასმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად