რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 46 წლის. ამ ბოლოს დამეწყო ბუნდოვნება თვალში და თითქოს რაღაცნაერი მოწოლა, არაკომფორტული შეგრძნება. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა და თამაშები მიყვარდა და ახლაც არ ვამბობ უარს. შესაძლებელია ეს "უწყობდეს" ხელს სხვა რაღაც დარღვევას. ცოტა სიმახვილე შემცირდა და ახლოხედვა. შესაძლებელია სიმახვილის გაუარესების გამო შემცირდა ახლოხედვა. სანამ წავალ ოფთამოლოგთან მაინტერესებს თქვენი აზრი.
პასუხი
-აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, მხოლოდ გამოკვლევა გადაწყვეტს, თქვენი ჩივილი დაკავშირებულია კომპიუტერთან არასწორ სამუშაო პირობებთან თუ ფარულად არსებულ თვალის დაავადებასთან. პარალელურად, დაიცვათ კომპიუტერთან მუშაობის წესები და რეჟიმი. კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა ხშირად მშრალი თვალის სინდრომს აყალიბებს, ასეთ შემთხვევაში სასარგებლოა თვალის დამატებითი დანამვა. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური თვალის წვეთები, რომლებიც თვალს გამოშრობისგან იცავს -დროფსტარი, ოქსიალი, ოფთაგელი და სხვა. მშრალი თვალის სინდრომზე ინფორმაცია და პრაქტიკური რჩევები ნახეთ ბმულზე https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/thvali/8323-mshrali-thvalis-sindromi.html