1 წლიდან ბავშვის დღის რეჟიმი დაახლოებით როგორ უნ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

28-06-2018

1 წლიდან ბავშვის დღის რეჟიმი დაახლოებით როგორ უნდა იყოს განაწილებული საათების მიხედვით. ბოლო კვება, ძილის წინ რა უნდა მიიღოს ბავშვმა? რომელ საათზე უნდა დაიძინოს ღამის ძილით? 4-ჯერად კვებაზე როგორ გადავიყვანო?ბოლოს და პირველ კვებას ჯერ ისევ ღებულობს ხელოვნურ ნარევს. ისევ 5-ჯერად კვებაზეა, 4 საათიანი ინტერვალით ჭამებს შორის., 1-ხელოვნური ნარევი, 2- კვება ფაფა, 3- სადილს(ბოსტნეული,ხორცი), 4.ვახშამი-მაწონი+ხაჭო+პეჩენია, 5-ხელოვნური ნარევი ძილის წინ. იძინებს 10:30 სთ-ზე. დღის განმავლობაში იძინებს 2-ჯერ. თქვენს საიტზე ყველა სტატია მაქვს წაკითხული, ლინკებს ნუ ჩამიგდებთ, მიპასუხეთ კითხვებზე. გმადლობთ!

პასუხი

-თქვენ შეკითხვაზე სრულფასოვანი პასუხი სწორედ ერთ-ერთ სტატიაში გვიწერია, ალბათ გამოგჩრათ, ამიტომ გიგზავნით ლინკს>>> https://mkurnali.ge/pediatria/3175-bavshvis-kveba-1-tslidan.html

1  წლისთვის კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა 1100მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის კვება 1,5 წლამდე შევუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი.

1 წლის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:

საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, მანანი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილი პიურე.

სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი.

ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე ან წვენი. დღეში პატარამ არ უნდა მიიღოს 100 გრამ ხილის პიურეზე და 100 მლ ხილის წვენზე მეტი.

ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.

ბავშვის  რაციონში ასევე დაშვებულია: ნამცხვარი, შოკოლადები, კარამელი, მურაბა, ჯემები.

წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი, გახსოვდეთ: ბავშვის რაციონი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დღეში მიღებული სითხის რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000-1200 მლ-ს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად