რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის პასუხი ასეთია,მარჯვენა წილი-ქვედა მესამედში ისახება ჰიპოექოგენური კვანძი ზომით 6×5 მმ, მიკროკალცინატებით შერეული ტიპის ვასკულარიზაციით(სასურველია წვრილნემსოვანი ბიოფსია)მითხრეს რო სურათი ჭრელია და საეჭვოა,მაქვს იმის საშიშროება რომ ავრვისებიანი კვანძია?მადლობთ წინასწარ პასუხისთვის.
პასუხი
პასუხობს კლინიკა "დიაკორის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი
–მხოლოდ ექოსკოპია არ იძლევა იმის საშუალებას დადგინდეს არის თუ არა კვანძი ავთვისებიანი. ექოლოგიური აღწერა მიუთითებს ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობაზე. მეტ ინფორმაციას ვღებულობთ ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის ბიოფსიითა და ციტოლოგიური გამოკვლევით. ზემოაღწერილი კვანძი ექოლოგიური ნიშნების მიხედვით ავთვისებიანობაზე საეჭვოა, ამიტომ უნდა ჩატარდეს ან კვანძის წვრილნემსოვანი ასპირაცია.