რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–გამარჯობა. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა გლაუკომის მკურნალობა, რთულ ფაზებში? ანუ როცა დაგვიანებულია ექიმთან მისვლა, მაგრამ მხედველობა არ არის სრულიად დაკარგული. მედიკამენტებით შესაძლებელია შეჩერება?
პასუხი
- გლაუკომისგან სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ არსებობს სამკურნალო საშუალებები მისი მართვისათვის და დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად, ასეთია - თვალის წვეთები, ლაზეროქირურგია, ქირურგიული ოპერაცია. როგორც წესი, მკურნალობა იწყება თვალის წვეთებით. დიაგნოზის დასმის შემდეგ ოფთალმოლოგმა უნდა შეიარჩიოს ჰიპოტენზიური რეჟიმი, შეიძლება დაინიშნოს თვალის 1-2 ან 3 პრეპარატი. პირველ პერიოდში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია კვირაში ერთხელ. როცა წნევა სტაბილური გახდება, მისი კონტროლი საჭიროა ყოველ 2 თვეში. პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება, ჩაწვეთების ჩაგდება დაუშვებელია. დაწყებით სტადიებზე ეფექტურია ლაზერული ოპერაცია იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი პაციენტს არ დასჭირდეს ან შეუმცირდეს წვეთების რაოდენობა. როცა კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, ინიშნება ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია არ არის იმის გარანტია, რომ შემდგომ პაციენტს არ დასჭირდება ოფთალმოლოგის მკურნალობა და წვეთების ჩაწვეთება. მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება. დაავადების პროგნოზი, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტზეა დამოკიდებული. დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება მთავარია მხედველობის დიდხანს შესანარჩუნებლად.