რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–გამარჯობათ, თუ შეიძლება, გასაგებ ენაზე, ჩემთვის გაუგებარი სამედიცინო ტერმინების გარეშე, ამიხსნათ რას ნიშნავს ანტისხეულები თირეოიდულიპეროქსიდაზას მიმართ, რომელიც მაქვს ძალიან მომატებული. (იხ. ანალიზის პასუხი)თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH 1.620 მსერთ/ლ (ნორმა 0.400 - 3.800)თავისუფალი თიროქსინი FT4 19.80 პმოლ/ლ (ნორმა 12.00 - 22.00)ანტისხეულები თირეოგლობულინისმიმართ Anti-TG 48.7 სერთ/მლ (ნორმა < 115.0)ანტისხეულები თირეოიდულიპეროქსიდაზას მიმართ anti-TPO 202.5 სერთ/მლ (ნორმა < 34.0) გმადლობთ.
პასუხი
პასუხობს კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი
–მომატებული ანტისხეულები თირეოიდულიპეროქსიდაზას მიმართ ნიშნავს, რომ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ეწოდება აუოტოიმუნური თირეოიდიტი. კარგია, რომ თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი და თავისუფალი თიროქსინი ნორმაში გაქვთ. ეს იმას ნიშნავს რომ ანტისხეულებს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ დაურღვევია. კვლევებით დადასტურებულია, რომ ანტისხეულებმა თირეოიდული პეროქსიდაზას მიმართ შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაარღვიოს ჯირკვლის ფუნქცია, თუმცა, ასევე შესაძლოა ოდესმე დაარღვიოს. ამიტომ, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხშირი კონტროლი. ასევე მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა, რადგან აუტოიმუნურ თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შეცვლა.