,ვგეგმავ ხელოვნურ განაყოფიერებას, შევამოწმე მილები... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

27-06-2018

-გამარჯობა,ვგეგმავ ხელოვნურ განაყოფიერებას, შევამოწმე მილები არის თუარა გამტარი, პასუხში მიწერია რო გამტარია. საშვილოსნოს ღრუ კი არის უნაგირისებური ფორმის,ნორმალური მოცულობის ,სადა კონტურებით გადახრილი მარჯვნივ. მაინტერესებს თუარის რაიმე პრობლემა ? ან ღრუ რომ უნაგირისებურია რაიმე გართულება ხომ შეიძლება მოყვეს როგორც მითხრეს არანაირი პრობლემა არარისო.მადლობა

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის    ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი  ნინო დავიდოვი  

- თუ რენტგენოლოგიური გამოკვლევით მილები გამავალია, არ არის ანთებითი, ბოლომდე იცლება კონტრასტისგან, საშვილოსნოს ღრუში არ აღინიშნება ავსების დეფექტები და მხოლოდ არის უნაგირისებრი ფორმის, ასევე სხვა მხრივ, ვგულისხმობთ ჰორმონულ ფონს, ფოლიკულის  მომწიფებას და მის გასკდომას (ოვულაცია),  ასეთ შემთხვევაში ფიზიოლოგიური დაორსულება შესაძლებელია. მაგრამ რადგან გეგმავთ ხელოვნურ განაყოფიერებას, მილების გამტარიანობას მნიშვნელობა აღარ აქვს, მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ღრუს ზომა და ფორმა და ჰორმონული ფონი. თუ ისინი ნორმალურია პრობლემა არ გექნებათ. უნაგირისებრი საშვილოსნო, როგორც წესი, არ არის საგანგაშო.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად