რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვარ 42 წლის. მაქვს ერთი შეხედვით მოწესრიგებული ციკლი, 28 დღიანი, თუმცა ზოგჯერ შეიძლება დამასწროს ან გადამიცილდეს 1-2 დღე. პირველ დღეს ცოტა მომდის, მეორე დღეს საკმაოდ ბევრი და შემდეგ დღეებში იკლებს, სულ ერთი კვირა გრძელდება. დამთავრების შემდეგ რამოდენიმე დღე მაქვს მოყვითალო გამონადენი. ეს გამონადენიც რომ მორჩება, მერე არ მაქვს არანაირი გამონადენი. ამ თვეშიც ასე მქონდა (19 ივნისი) 6 დღე ციკლი, მეშვიდე დღიდან დამეწყო ჩვეულებრივ ყვითელი გამონადენი, სამი დღე, მეოთხე დღეს შევნიშნე სისხლიანი გამონადენი, ორი დღე ძალიან მცირე რაოდენობით სისხლთან ერთად მქონდა და მესამე დღეს სისხლი წამომივიდა, როგორც ციკლი, მცირე რაოდენობიტ მომდის და იშვიათად ვგრძნობ საკვერცხეების მსუბუქ ტკივილს.რისი ბრალი შეიძლება იყოს, საშიში ხომ არ იქნება რამე? ექიმთან წასვლას ჯერ ვერ ვახერხებ და როგორ მოვიქცე? მადლობა
პასუხი
- სამწუხაროდ ექიმთან მისვლის გარეშე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, საჭირო იქნება ნაცხის ანალიზი და ექოსკოპიური კვლევა დიაგნოზის დასადგენად. მიზეზი შეიძლება იყოს ანთებითი პათოლოგიები, ინფექცია, აგრეთვე ლორწოვანის სხვა პათოლოგიები. ამიტომ გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.