რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით. მაინტერესებს მეძუძურისთვის პიტნის ჩაის მიღება თუ შეიძლება? პატარა 3 კვირისაა. მადლობა წინასწარ
პასუხი
-ბაღის პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია, ამიტომ არ არის გამორიცხული პიტნის ჩაის ხშირმა, ყოველდღიურად მიღებამ რძის შემცირება და წნევის დაქვეითება გამოიწიოს, ამიტომ არ არის სასურველი მეძუძურისთვის მისი გამოყენება აქტიური ლაქტაციის პერიოდში. არის პიტნის მეორე სახეობა ხუჭუჭა პიტნა, რომელშიც არ არის მენთოლი და არის ნივთიერება კარვონი, რომელიც პირიქით, ზრდის რძის გამომუშვებას, თუმცა არც ამ პიტნის ჩაის უკონტროლო გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოვლინდეს მოდუნება, დაღლილობა, შეიძლება როგორც დედის, ისე ბავშვის კანზე გაჩნდეს გამონაყარი .