რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ.რამოდენნიმე ხნის წინ ჩავიტარე ნაცხის ანალიზი რადგან ვუჩიოდი გამონადენს.სოკო არ აღმომაჩნდა.პასუხებში მხოლოდ მიწერია რომ მაქვს მცირე ბაქტერიები. არადა პერიოდულად მაქვს ხოლმე წვა,ქავილი,გამონადენი და საშინელი დისკომფორტის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი ზოგჯერ ერთი კვირაც კი გრძელდება,მერე მივლის და რაღაც პერიოდის მერე ისევ მეწყება.შეიძლება რომ მხოლოდ ეს ბაქტერიები იწვევდეს ასეთ გაღიზიანებას?
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი
- თქვენი სიმპტომები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ბაქტერიების არსებობასთან, თუმცა დიდი ალბათობით გაქვთ სოკოც, რაც უბრალოდ არ დადასტურდა ანალიზებით. ჩივილებიდან გამომდინარე გესაჭიროებათ მკურნალობა.