რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. უკვე დაახლოებით საი კვირაა მაწუხებს უძილობა. არ მაქვს სტრესული პერიოდი და არც სამსახურში მაქვს დიდი დატვირთვა. ღამე თავბრუ მეხხვევა ისე მეძინება თუმცა ვერ ვიძინებ და დილას ადრე მიწევს ადგომა. ამის გამო მთელი დღე ფიზიკურად ძალიან ცუდად ვარ. ვცადე მცენარეული დამამშვიდებლები , თუმცა უშედეგოდ. რამდენჯერმე მივიღე დამაძინებელიც, მიშველა, მაგრამ ვიცი, რომ შეჩვევას იწვევს. იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობა
პასუხი
-დილით ადგომის შემდეგ შეასრულოთ დილის ვარჯიში, მიიღთ შხაპი. დღის განმავლობაში დაიტვირთოთ ზომიერად(გონებრივად, ფიზიკურად), ფეხით იარეთ აუცილებად, საღამოს 21 საათის შემდეგ არ დაჯდეთ კომპიუტერთან/ტელეფონთან, ძილის წინ ტელევიზორს არ უყუროთ, ივახშმეთ მსუბუქად, ძილის წინაც გაისეირნეთ ,გაანიავეთ საძინებელი ოთახი, არ დაწვეთ დასაძინებლად 23 –24 სთ -ზე ადრე. ჩვენ ონლაინ რეჟიმში მხოლოდ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალების რჩევა შეგვიძლია (კორსიზი, ვალერიანი, ბარამბო, ალორა ან ნევროსტიმი ). თუ უშედეგო იქნება, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.