ვარ 25 წლის ზურგის ზედა ნაწილზე გამიჩდა ლაქები ვა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-06-2018

-გამარჯობათ ვარ 25 წლის ზურგის ზედა ნაწილზე გამიჩდა ლაქები ვარდიფერი,მზეზე ყოფნისას ეს ლაქები უფრო მუქდება ადრეც მქონდა მსგავსი და ვიმკურნალე ექიმ კაციტაძესთან დარაგაც დასამზადებელი სიტხე გამომიწერა ხომ არ იცით რას შეიცავდა ეს სითხე და როგორ ვუმკურნალო?მგონი ნაირფერი პიტირიაზია ადრე ოფლიანობის გამო გამიჩნდა და რომ ვიმკურნალე გამიქრა ეხლა ისევ დამემართა იქნებ დამეხმაროთ მადლიბა წინასწარ

პასუხი
-როგორც ჩანს კვალავ კანის სოკოვანი ინფექცია ანუ ნაირფერი პიტირიაზი გავთ. როცა კერები დიდი არ არის, ადგილობრივი საშუალებების დახმარებით გამონაყარი მთლიანად ალაგდება. სოკოს საწინააღმდეგო შემდეგი საშუალებები: მალამო, კრემი, ლოსიონი და აეროზოლი. მაგალითად, სალიცილის მჟავას 2%-იან ხსნარი, მისი გამოყენების დროს ავადმყოფს 5-7 დღე ბანაობა ეკრძალება, ასევე, ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მალამო, რომელი თხელი ფენის წასმა ხდება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ოღონდ კანის დაზიანებული უბნის კარგად ჩამობანისა და საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ . თუ ასეთმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ან დაზიანების კერები დიდია, მხოლოდ ადგილობრივი საშუალებები არ იკმარებს, საჭირო გახდება მკურნალობაში ფლუკონაზოლის ჯგუფის პრეპარატების ჩართვა, მაგრამ ეს მკურნალობა აუცილებლად ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები სისტემური მოქმედების საკმაოდ ტოქსიკური პრეპარატებია, რომლებსაც სერიოზული გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად