-საჭიროა ბევრი სითხის სმა და საკვების შეზღუდვა.
მიიღეთ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელ საშუალებას. ასეთ პრეპარატებს წარმოადგენს კოლერინი, ენტენორმი, ლაქტოფარი.... მიიღეთ ერთერთი, დამატებით კიდევ რეჰიდრონის ხსნარი. თუ არ აღინიშნა მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
რაც შეეხება ხველას ფაღარათს ვერ დავუკავშირებთ, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომ გაგსინჯოთ და დაგენიშნოთ მკურნალობა.
როგორც უკვე გითხარით ფაღარათის დროს რაციონის შეზღუდვა აუცილებელია. ამ დროს არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელები -ყავა, მაგარი ჩაი, კოლა, შოკოლადი, ციტრუსები.
ზოგჯერ ფაღარათს აძლიერებს რძე, ნაყინი, მეტისმეტად ტკბილი სასმელი და საკვები.
ამრიგად, ფაღარათის დროს უნდა ერიდოთ:
მეტისმეტად ცხიმიან საკვებს -ცხიმიან ხორცს, მარგარინს, არაჟანს, შემწვარს;
ბოჭკოთი მდიდარ საკვებს -ხილს, ბოსტნეულს (გარდა კარტოფილისა), ჭვავის პურს, კაკალს, თხილს, ჩირს, პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას);
სიმპტომების შემცირების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი გათლილი და მოხარშული ხილ-ბოსტნეული.
საკვები მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით. აკრძალულია ლუდი, სხვა ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელები. მინერალური წყლები უნდა მიიღოთ მხოლოდ უგაზოდ.
ნებადართულია ბოჭკოთი ღარიბი საკვები:
გამომშრალი თეთრი პური, თეთრი პურის ორცხობილა, საბავშვო ნამცხვარი;
კარგად მოხარშული ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი (უცხიმოდ!);
ახალმოხარშული ხილის კომპოტი (შაქრის მცირე შემცველობით), კისელი;
ჩათუშული ვაშლი.
საკვები მიირთვით მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. ნელა, კარგად დაღეჭეთ.
სიმპტომების შემცირებისას შეგიძლიათ რაციონს დაამატოთ წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, იოგურტი, ახალი ხაჭო, გაწურული მაწონი, დაკეპილი უცხიმო ხორცი, ზეთზე მომზადებული წვნიანი. როდესაც მდგომარეობა საბოლოოდ მოწესრიგდება, გადადით ჩვეულ რაციონზე.