რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით,თუ შეიძლება მიპასუხოთ: საშოს ანთების გამო დავლიე აზიმაკი 500 მგ 1 ცალი,რამაც მომცა რეაქცია, ამიჩქარდა პულსი 100მდე და ამეწია წნევა 140მდე. მივიღე ანაპრილინი და კაპტოპრილი,ასევე რამდენიმე კორვალ ჯი, რამაც პულსიც და წნევაც დაარეგულირა მაგრამ დროებით. წნევა აღარ აწეულა, მაგრამ ტახიკარდია გამიგრძელდა. პერიოდულად ვარეგულირებდი კორვაკ ჯით, ვალიდოლით, თუ არ მშველოდა რამდენჯერმე დავლიე დიაზეპამი. ეს გაგრძელდა 2კვირა, მაგრამ შემდეგ პერიოდულად მაინც მიჩქარდება გული. კარდიოლოგმა გამომიწერა ცენტრალ ბე. თუმცა არ მშველის. როგორ მოვიქცე? ზოგადად ალერგიული არ ვარ და ნორმალურია თუ არა აზიმაკის ასეთი რეაქცია და მის გამო გულის ასეთი აჩქარებები, რომელიც შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს, რა გავლენას მოახდენს გულზე? თან გინეკოლოგმა დამინიშნა როდინირი და მეშინია ისეთივე რეაქვია არ მომცეს. გავიკეთე სისხლის საერთო და ჩიყვის ჰორმონების ანალიზები,რაც ნორმაშია. ძალიან ძლიერი ნერვული ფონის ქვეშ ვარ. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? უღრმესი მადლობა წინასწარ.
პასუხი
-ალერგიულ რეაქციას არ გავს, თუმცა რადგან ასეთი რეაქცია განვითარდა, ჯობს, ეს პრეპარატი სხვა ანტიბიოტიკით შეგიცვალოს გინეკოლოგმა. გირჩევთ გაიკეთოთ ალერგიული სინჯი ანტიბიოტიკებზე, გარდა ამისა, უნდა მიმართოთ კარდიოლოგს ტაქიკარდიის მიზეზის დასადგენად (დაგჭირდებათ ეკგ და ექოსკოპიური კვლევა და გარკვეული ანალიზები). თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება, მაშინ ენდოკრინოლოგმა უნდა გამორიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.