რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 20 წლის, მენსტრუაცია მომივიდა 11 წლისას, თავიდანვე დარღვევები მქონდა, ციკლი 2-3 თვეში ერთხელ მომდიოდა, გინეკოლოგთან 2ჯერ ვარ ნამყოფი, ყველა ანალიზი გამიკეთა, უბრალოდ ბებიას ჰქონდა მსგავსი დარღვევები, გათხოვების შემდეგ დაურეგულირდა და 2შვილი ჰყავს და როგორც ექიმმა მითხრა მემკვიდრეობით არის ჩემი სიმპტომებიც. გათხოვილი არ ვარ ჯერ თუმცა მაინც ვნერვიულობ,ცოტა დამილაგდა ციკლი, ესეც თავისით, არაფერს ვსვავდი წამალს. ახლა სადღაც 4 კვირა არის ციკლებს შორის შუალედი, როცა მომდის პირველი ორი დღე მტკივა და ბევრი მომდის, შემდეგ აღარ. გთხოვთ მითხრათ თქვენი მოსაზრება ჩემს მდგომარეობაზე და კიდევ საჭირო არის თუ არა რომ გამოვიკვლიო თავიდან. მადლობა წინასწარ
პასუხი
-მოწოდებული ინფორმაცია არ გავძლევს იმის საფუძვლეს რომ რაიმე პათოლოგიაზე მივიტანოთ ეჭვი, მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბება, პირველი მენსტრუაციიდან 1-2 წელი გრძელდება და ესეც ნორმაა. თუკი ახლა ციკლი რეგულარული გაქვთ (21-35 დღეა ციკლის ხანგრძლიობა ნორმაში, დასაშვებია 2-3 დღიანი ცდომილებაც), მცირე დისკომფორტი 1-2 დღე არ არის პათოლოგიის მანიშნებელი.