, 17 წლის ბიჭი ვარ იქიდან დავიწყებ რომ გულზე მაქვს... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

23-06-2018

-გამარჯობა, 17 წლის ბიჭი ვარ იქიდან დავიწყებ რომ გულზე მაქვს ექოსკოპია და კარდიოგრამა გადაღებული 3-4 ჯერ არცერთ ექიმს არ უთქვამს რომ გულზე რამე მჭირს. მაქვს ამასგარდა ბევრი საინტერესო ანალიზი გაკეთებული მაგრამ ჯანმრთელი ხარო მეუბნებიან. მოკლედ სიმპტომები ასეთი მაქვს : 14-15 წლის ასაკიდან უკვე წნევას 140-90 ვატარებ , ზოგჯერ 150-90 ზეც კი მქონია არ ვიცი რატომ მაქვს ხოლმე ამხელა წნევა, ჩემს თავს დავუკვირდი და მივხვდი რო წნევის გაზომვის მომენთში ვნერვიულდები ხოლმე იმიტომ რომ წნევის მეშინია ზოგადად, და გულისცემა მიძლიერდება და ვფიქრობ რომ გაზომვის მომენთში მიწევს ნერვიულობის ფონზე, შემდეგ ვისვენებ ხოლმე , ღრმად ჩავისუნთქავ-ამოვისუნთქავ და თავიდან რომ ვიზომავ უკვე 130-80 ზე ჩამოდის. შეიძლება უფრო დაბლაც. მოკლედ მთავარი კითხვა ესაა : გამუდმებით ვგრძნობ თითებში პულსაციას, თითქოს არტერიები დაბერილიაო ამასგარდა ხელი რამეს რო შევახო ან ფეხი ფეხზე გადავიდო პულსაცია მესმის ფეხებშიც და მიდების ადგილებში, მე ეს დისკომფორტს მიქმნის მაგრამ ჩემს მგობრებსაც ვკითხე ისინიც თუ გრძნობდნენ იგივეს და კიო მითხრეს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ და ვიფიქრე რო მეც არ უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ხანდახან იმდენად იმატებს ეს ყველაფერი... ზოგჯერ გულისცემის ხმა ძილისწინ მაწუხებს კიდდეც, ნეკნები და სხეული მიპულსირებს... თითქოს ზედმეტად დატვირთულია გულიო... ამასგარდა ხელზის მტევანზე ზევითა მხარეს არტერია მაქვს კანთან ახლოს და ის არტერია პულსირებს, ანუ რეალაურად თვალით ჩანს როგორ პულსირებს და პულსის გასაზომად არც კი მჭირდება მაჯაზე ხელის მიდება, უბრალოდ შევხედავ ამ არტერიას და პულსირებს და ვითვლი ჩვეულებრივ პულსს... ადრე ვვარჯიშობდი, მაქვს ცხოვრების ძილის და ჭამის არეული რითმი უკვე დიდიხანია... პანიკური შეტევები მახასიათებდა ადრე... ეგრედ წოდებული ვეგეტოდისტონია... აღარ ვიცი ვის მივმართო და ვის მივადგე ყველა მეუბნება რომ ჯანმრთელი ვარ იქნებ თქვენ მითხრათ რამე... (140-90 რომ მქონდეს მუდმივად წნევა ძალიან ცუდია ? ბევრმა მითხრა ამ წნევის მატარებელი ხარ ალბათო მაგრამ მივაქციო ამ წნევას ყურადღება ? და როგორ მივაქციო მითხარით) ძალიან გთხოვთ ყველა პასუხი დამიკმაყოფილეთ თორე ვნერვიულობ...

პასუხი
- 140/90 წნევის ციფრები თავისთვად ნორმიდან გადახრაა, რაც აუცილებლად საჭიროებს დიაგნოსტირებას, თქვენ უნდა გამორიცხოთ საშარდე გზების პათოლოგია, ენდოკრინული დაავადებები, მანამდე კი აუცილებლად გესაჭიროებათ დანიშნულება არტერიული წნევის ციფრების რეგულირებისთვის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად