მოგესალმებით ! 32 წლის ვარ ეხლა დაახლოებით 25 წლის... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

23-06-2018

-მოგესალმებით ! 32 წლის ვარ ეხლა დაახლოებით 25 წლის ვიყავი რომ დამეწყო ძლიერი სისუსტე თავბრუსხვევა გარეთ გასვლაც აღარ შემეძლო.ნევროპათოლოგმა დამინიშნა ეზოპრექსი შემდეგ ქსანაქსი ანაპრილინი გრანდსქსინი და აღარც მახსოვს უკვე იმდენ წამალს ვსვამდი მორიგეობით, მითხრა რომ მაქვს აგორაფობია და დეპრესია ოღონდ არა ღრმა. რაღაც პერიოდი უკეთესად ვიყავი მერე ისევ ცუდად ვხდებოდი. გადაღებული მაქვს ენცოფალოგრამა, ტომოგრაფია, დოპლერი, ბესტიბულომეტრია პროლაქტინის ანალიზი, ფარისებრი ჯირკვალი ყველაფერი რიგზე გაქვსო ესე მითხრეს მაგრამ სულ მეპარებოდა ეჭვი მაინც. ამის მერე ბევრი წელი გავიდა და ისევ იგივე პრობლემა მაქვს არასოდეს მქონია გულყრა შიში მაქვს ცუდად გახდომის თვალები მებინდება შექანებები მაქვს თავბრუსხვევა მაწუხებს გარეთ გასვლა ჩემთვის ძალიან რთულია. იგივე წამალს ვსვამ ეხლა ნევროპათოლოგის მიერ დანიშნულს ეზოპრექსი 10მგ. 3 თვეა რაც ვსვამ ერთი პერიოდი საკმაოდ კარგად ვიყავი მაგრამ ისევ ცუდად გავხდი მერე. მივედი ფსიქიატრთან გავისაუბრეთ და მითხრა რომ მაქვს რეკურენტული დეპრესია ეზოპრექსის დოზა გამიზარდა 10/4 აბი და რახან ლითიუმის ანალიზში ნორმა 0.5 დან1.2 მდე არის ნომრა მე მაქვს 0.04 ძალიან დაბალი არისო და დამინიშნა პლენური დღეში ერთხელ 1 თვე და შემდეგ გადავამოწმოთო. პლენურის ანოტაციამ ძალიან შემაშინა და გთხოვთ მირჩიოთ იქნებ სხვა გზა არსებობს რომ ამეწიოს ლითიუმი ანდა საერთოდ რომ არ დავლიო ლითიუმის მარილი რა შედეგამდე შეიძლება მივიდე. ჩემი პრობლემაა სისუსტე უხალისობა ხან მეტირება იმდენად მაწუხებს ჩემი პრობლემა ვერ ვგრძობ თავს კარგად სულ მინდა რომ მეძინოს. არ ვარ აგრესიული არც კონფლიქტური უბრალოდ სულ მეძინება და მიჭირს სამახურში სიარული ხოდა კიდე მახსოვრობის პრობლემა მაქვს ამ ბოლო დროს. უღრმესი მადლობა ველი თქვენს პასუხს

პასუხი
- ლითიუმის დონის მოწესრიგება ხდება მედიკამენტურად, რაც შეეხება მის გვერდით მოვლენებს და განსაკუთრებულ რჩევებს, უნდა გაითვალისწინოთ აუცილებელი მითითებები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად