. ვარ 24 წლის. მაქვს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნე... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

23-06-2018

-გამარჯობა. ვარ 24 წლის. მაქვს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, მალე ვიღლები, ადვილად ვბრაზდები..ამ სიმპტომებით მივედი ენდოკრინოლოგთან, მეგონა ფარისებრი გადიდებული მექნებოდა, თუმცა ექოსკოპიური გამოკვლევებით საბედნიეროდ არ დადასტურდა და აღმოჩნდა რომ ანტი ტპო მაქვს საგრძნობლად მომატებული 61.96(რეფერალური საზღვრები <5.6) ტსშ-3,12 (რეფ.საზ. 0.27-4.2) დიაგნოზი: ქრ.აუტოიმუნური თირეოიდიტი, კვებითი დეფიციტი.(გამხდარი ვარ) დამენიშნა მკურნალობა. მანტერესებს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება შეიძლება ამ დიაგნოზით იყოს გამოწვეული? და კიდევ რუჯი სასტიკად ამიკრძალა. ზღვის წყალი და ზომიერი მზის სხივები(დილით და საღამოს) შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ამ მდგომარეობისთვის? უღრმესი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს კვებითი დეფიციტი, რაც შეეხება ფარისებრ ჯირკვალს, ენდეთ თქვენს ექიმს და ზუსტად დაიცავით მითითებები, აუცილებელია კონტროლი იმ პერიოდულობით როგორც ექიმი გეტყვით.
პარალელურად, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას, თუ ვერ ახერხებთ წონაში მომატებას მიმართეთ დიეტოლოგს, საჭირო იქნება ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის შერჩევაც.
ულტრაიისფერი სხივები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად