, ვარ 20 წლის, ორი დღეა მაწუხებს წელი და კუსუნი. რ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

23-06-2018

-გამარჯობა, ვარ 20 წლის, ორი დღეა მაწუხებს წელი და კუსუნი. რომელსაც თან ახლავს საშინელი ტკივილი დაჯდომის და ადგომის დროს. დაცემას , დაჟეჟილობას და მსგავს ტრავმებს გამოვრიცხავ. კუდუსუნის ძვალი შესამჩნევად დეფორმირებულია(ბურთის ფორმის ძვალი არის გამოზრდილი გვერძე). ამასთანავე მთელი ბავშობა მაწუხებს ბეჭების ტკივილი და მოხრილობა, ვფიქრობ ეს არის მიზეზი ამ ფაქტის, გთხოვთ მითხარით პირველ რიგში შესაძლებელია თუ არა ეს პრობლემა სახლის პირობებში მოგვარდეს და საერთოდ რა ეშველება რაღაცეები წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით და შეგრძნება მაქვს რომ სიმსივნეა

პასუხი
-სავარაუდოდ ეს არის კოქციკოდინია(ტკივილი კუდუსუნში) ხშირად ტელემაყურებლების დაავადებასაც უწოდებენ.
ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას -უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში.
ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება.
სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული.
დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა. 
მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების მიზეზსა და სტადიაზე.
ასე, რომ თქვენ საჭიროებთ ორთოპედ-ვერტებროლოგის კონსულტაციას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად