რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 47 წლის მეწვოდა შარდსადინარი, მივმართე ექიმს, დამიდგინდა შარდსასქესო გზების ანთება, ასევე პროსტატიტი, თუ არ ვცდები ერთი წილი პროსტატა არის 50 და მეორე კი 60, საშარდე ბუშტი არ იცლება ბოლომდე, 400 მილიგრამიდან, მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩა 60მლ. ანთებაზე ვიმკურნალე ანტიბიოტიკით კერძოდ ცეფამედით (7 დღე) აგრეთვე დავლიე 2 პაკეტი ბერნი.ანთება ჩამიქრა, მაგრამ პროსტატიტი ხო დარჩა,უროლოგი ამბობს რომ ამას მედიკამენტებით არ კურნავენ მითუმეტეს უმნიშვნელო ცვლილებააო,აქტიური ცხოვრების წესი უნდაო, სირბილი, ბუქნები და ა.შ. მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი სიტყვები და თუ არსებობს სხვა რამე გამოსავალი? წინასწარ მადლობა.
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ანდროლოგი, უროლოგი გიორგი ნადარეიშვილი
-მდგომარეობის უფრო ზუსტად შესაფასებლად საჭიროა მთლიანი ექოსკოპიის მონაცემები. მხოლოდ ზომები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ასევე პროსტატის მოცულობა. პროსტატიტის მკურნალობა ნებისმერ შემთხვევაში აუცილებელია.