- გთხოვთ მიპასუხოთ, წონაში დავიკელი 3-4 კგ და მკ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

03-07-2010

- გთხოვთ მიპასუხოთ, წონაში დავიკელი 3-4 კგ და მკერდსა და წელის არეში გამიჩნდა მცირე რაოდენობის თეთრი ზოლებივით, რა უნდა გამოვიყენო მის საწინააღმდეგოთ მირჩიეთ გთხოვთ, დიდი მადლობაა!

პასუხი

- არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან ) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვა.

სტრიების შემამაცირებელი პროცედურა:
1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საშხაპეში მოახდინეთ ამ საშუალებით სტრიებით დაზიანებული კანის მასირება. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის ნებისმიერი კერმი. პროცედურა ჩაატარეთ ყოველდღე, ეფექტი ერთ თვეში შედეგ უნდა გახდეს შესამჩნევი, მაგრამ ეს პროცედურა კიდევ რამდენიმე თვე უნდა ჩაატაროთ.

სტრიების საწინააღმდეგო კრემი
ასეთი კრემი მუმიოსგან მზადდება. გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ტუბიკი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ე ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი პრობლემურ კანზე უნდა შეიზილოთ დღეში ერთხელ. შეინახეთ კრემი მაცივარში. თუ სტრიები ახლად წარმოქმნილია, თითქმის სულ გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.

სტრიების საწინააღმდეგო პილინგი
>ხილის პილინგ-კრემის დასამზადებლად ერთმანეთში აურიეთ იოგურტი (150 მლ), ნუშის ზეთი (1 სუფრის კოვზი), 1 ლიმონის კანი (გახეხილი). დაიდეთ ეს საშუალება დაზიანებულ კანზე 20 წუთი. ჩამობანისას მოახდინეთ პრობლემური კანის მასირება. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
სხვა პილინგ-კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ხორბლის ზეთი. ბლენდერში გააკეთეთ ავოკადოს პიურე, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს_ ზეთი. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
>დაგჭირდებათ 100 გ ახალი (ან გაყინული) ბაბუაწვრას ფოთლები, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ შვრიის ფქვილი იმდენი, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ინახება 1 კვირა.

ალოე და ზეითუნის ზეთი
0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ვიტამიანი ა და 10 წვეთი ვიტამინი ე აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილის სკრაბის შემდეგ.

ყურძენი სტრიების წინააღმდეგ
ახალად გაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედება შავი ყურძნის წვენი. შავი ყურძნისგან გააკეთეთ ფაფა (ანუ დასრისეთ) და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.

თიხა
აურიეთ თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.

მუმიო
2 ტაბლეტი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში, ან რძეში. სუნის გასაქრობად ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ დაიდეთ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოვოედღე ერთი თვის განმავლობაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად