- (ორი წლის წინ, ჩემ მეგობართან გავიცანი ბ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

03-07-2010

- (ორი წლის წინ, ჩემ მეგობართან გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან მომეწონა პირველი დანახვისთანავე. რამდენიმე ხნის შემდეგ, მივწერე, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მართლა იმსახურებს ჩემს სიმპატიებს-მეთქი და რომ მკითხა ვინ არისო, ვუთხარი შენ მეთქი. გაჩუმდა, ჯერ ხმას არ იღებდა და მერე მომწერა, რომ იცი მეც მომწონს ერთი ადამიანიო, მაგრამ შენ არ იცნობო, არადა რამდენიმე თვის გაშორებული იყო შეყვარებულს, ჩემმა მეგობარმა მითხრა მარტო ყოფნა უნდა და ვერ შეეგუაო. ამის შემდეგ, ერთად აღმოვჩნდით საერთო მეგობრის სახლში და რომ დავბრუნდით, იმ დღესვე წამშალა სკაიპიდან. გავიდა დრო და მოვაგვარეთ ურთიერთობა, მივწერე, რომ თუ რამე გეწყინა ჩემგან და ცუდად მიიღე, ბოდიშს გიხდი და აღარ შეგაწუხებ მეთქი. გუშინ კი მივწერე, რაც იყო იყო, დავივიწყოთ, არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა მეთქი. მომწერა კარგიო, და რომ ვკითხე მართლა თქო? და კიო, სრული სერიოზულობითო. მოკლედ, თქვენი დახმარება მჭირდება, მინდა ამ ადამიანთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე). მე ამ წერილის ავტორი ვარ. მინდა რაიმე რჩევა მომცეთ, რადგან როგორც მითხარით დაელოდე თავად მისგან შეტყობინებასო, იმის შემდეგ დიდი ხანია არაფერი მოუწერია, არადა მინდა მივწერო, მაგრამ თავს ვიკავებ, ისევ თქვენ რჩევას ვითვალისწინებ და მის აქტიურობას ველოდები, მაგრამ ამაოდ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანთან ურთიერთობა.

პასუხი
- გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. უნდა მოიქცეთ ის,ე როგორც გული და გონება გიკარნახებთ. ამ შემთხვევაში და თანაც ასე დისტანციურად რაიმე კონკრეტული რჩევის მოცემა ძალიან ძნელია. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანთან ურთიერთობა, შეგიძლიათ მოიკითხოთ მეგობრულად და დაელოდოთ მისგან საპასუხო გზავნილს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად