თქვენი რჩევა მჭირდება... იყო ასეთი შემთხვევები, ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

03-07-2010

- გამარჯობათ, თქვენი რჩევა მჭირდება... იყო ასეთი შემთხვევები, გოგოსგან მიგრძვნია სიმპათია და როდესაც მეც ვცადე დაახლოება, თითქოს თავს მარიდებს, გამირბის და დისტანციას იჭერს. გარეგნობითაც კარგი ბიჭი ვარ და არც უტვინო და უინტელექტო ვარ, ვერ ვხვდები რას ვაკეთებ არასწორად...

პასუხი
- არსებობენ სხვადასხვა ფსიქოტიპის გოგონები, მათთან სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევეაში კი მოქმედების სხვადასვა გეგმა გამოგადგებათ. თუ გოგონასგან სიმპათიას გრძნობთ, ნუ ეცდებით მალევე გადახვიდეთ საქმეზე და შეაწუხოთ ზედმეტი ყურადღებით - ასე მხოლოდდამხოლოდ დააფრთხობთ მას, არ არის აუცილებელი ყველაფერი სიტყვებით უთხრათ - აგრძნობინეთ თქვენი განცდები თვალებით, რომანტიკული ქმედებით - ამგვარად უფრო იდუმალი და საინტერესო გახდებით ქალისთვის. ნუ ეცდებით გოგონას "კუთხეში მიყენებას" და ნუ მოთხოვთ მას დაუყოვნებლივ გიპასუხოთ გრძნობაზე - ქალებს უყვართ კეკლუცობა და სასიყვარულო თამაშები, შესაძლოა მას კიდეც მოსწონდეთ, მაგრამ უარი გითხრათ შეხვედრაზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი უნდა დაამთავროთ: თუ გიყვართ, იბრძოლეთ ბოლომდე, მაგრამ მთავარია ქალის ფსიქოლოგიას სწორი გასაღები მოუძებნოთ. ყველაზე კარგი ტაქტიკა ასეთ დროს მასთან მეგობრობა იქნება - შესთავაზეთ გოგონას ურთიერთობა მეგობრის სტატუსით - როგორც წესი, ასეთ შეთავაზებაზე გოგონები უარს არ ამბობენ. იყავით მის მიმართ ყურადღებიანი - არ გამოგრჩეთ დაბადების დღის, სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. უნდა შეძლოთ იმდენი სითბო და სიყვარული აჩვენოთ ქალს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისიც მიხვდება, რომ უთქვენოდ ყოფნა აღარ შეუძლია. თუ გოგონამ მეგობრობაზეც უარი გითხრათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ან სხვა უყვარს, ან არანაირი სიმპათია არ აქვს თქვენს მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა შანსები ნაკლები გაქვთ, თუმცა თუ მამაკაცი მოინდომებს, მაინც აქვს შესაძლებლობა, მოინადიროს ასეთი ქალის გული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად