- ვარ 20 წლის გოგო. მენსტრუაცია მომივიდა 12 ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

03-07-2010

- ვარ 20 წლის გოგო. მენსტრუაცია მომივიდა 12 წლისას და დარღვევა არასოდეს მქონია. არც ტკივილი. 4 თვის წინ გავესინჯე ნაცნობ ექიმს ეხოზე და აღმომაჩნდა კისტა. დიდი ზომის არ იყო (ზუსტი ზომა არ მახსოვს). ჩავიტარე სისხლის ანალიზი და მქონდა მომატებული ჰორმონი პროლაქტინი. არასოდეს მქონია ჭარბთმიანობა ან გამონაყარი, რაც ჰორმონალურ დარღვევებთანაა ხოლმე დაკავშირებული, მაგრამ მქონდა ყოველთვის ზედმეტად დიდი მკერდი. ექიმმა რეპროდუქტოლოგმა გამომიწერა შემდეგი დანიშნულება: დოსტინექსი- დავლიე 5 აბი, და ნოვინედი, რომლის 6 აბის დალევის შემდეგაც ცუდად ვგრძნობდი თავს, გული მერეოდა და ა.შ ამიტომ შევწყვიტე მისი სმა. 2 დღეში წამომივიდა მენსტრუაცია 13 დღით ადრე, შემდეგ ზუსტად 1 თვის თავზე, ახლა კი დამერღვა ისევ და მომივიდა 8 დღით გვიან. იქნებ თქვენ მაინც დამისვათ ნორმალური დიაგნოზი. საშიშია თუ არა ეს ყველაფერი და პრობლემებს ხომ არ შემიქმნის გათხოვების შემდეგ. დიდი მადლობა

პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოიწვია პრეპარატის ადრეულ ეტაპზე შეწყვეტამ. თქვენი პრობლემა ექიმის მეთვალყურეობთ და მკურნალობით მოგვარდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
15 მარტი 2015 18:58
გამარჯობათ,კითხვა მაქვს შეცივების ნიადაგზე შეიძლება საკვერცეების ატკივება?და ეს ტკივილი გადადიოდეს მუცლის ღრუში,წელის არეში,ასე მგონია მუცელში რაღაც მაქვს ჩაწოლილი,ვის მივმართო რომელ ექიმს ამის შესახებ?მადლობა
05 თებერვალი 2015 14:51
გამარჯობათ,მარჯვენა მკერდში მაქვს 12მმ კისტა,საშვილოსნოში 34მმ.ექიმთან ვიყავი მაგრამ მაინტერესება ს რამდენად საშიშია.ამჯამად ვმკურნალობ,ვიცი რომ არ უნდა გაიზარდოს.და საერტოდ რა არის კისტა.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად