რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველად მესტრუაცია 14 წლისას მომივიდა და მას შემდეგ თითქმის სულ არეული მაქვს ციკლი. ხან 2 თვე ისე გავა, რომ არ მოდის. სახეზე მაქვს მცირე გამონაყარი. ნიკაპზე კი თმა მომემატა. გავიკეთე ანალიზები-TSH და FT4. ასევე თავისუფალ ტესტოსტერონზე, რომელიც აღმომაჩნდა 5.22. ექიმმა მითხრა ნორმაშიაო. გინეკოლოგმა ვიტამინები დამინიშნა და ვსვამ. როგორც კი ვიტამინებს დავლევ, ციკლი მომდის. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, რადგან აბიტურიენტი ვარ და ექიმთან ჯერ ვერ მივდივარ- კიდევ რა ანალიზები გავიკეთო? ადრე საკვერცხეები გამოვიკვლიე და მე მგონი პოლიკისტოზი არ მქონდა. ეშველება ამ უბედურებას რამე? ახლახანს გავხდი 18-ის
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე - როდესაც დრო გექნებათ მიმართეთ ექიმ-რეპროდუქტოლოგს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.