ვარ 49 წლის ქალბატონი, ამ ბოლო დროს დამჩემდა ზურგ... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

01-07-2010

- ვარ 49 წლის ქალბატონი, ამ ბოლო დროს დამჩემდა ზურგის არეში წვის შეგრძნება, განსაკუთრებით ღამე, ძილში, გადაბრუნების დროს. მაინტერესებს, რისგან იქნება გამოწვეული ეს სიმპტომი და რა შეიძლება გავაკეთო პროფილაქტიკისთვის?

პასუხი
- ძალიან დიდია ალბათობა, რომ გაქვთ ხერხემლის ოსტეოქონდროზი. თქვენს შეკითხვას ზუსტად პასუხობს თინათინ გოცაძის სტატია “ზურგის ტკივილი”, რომელიც სრულად მოგვყავს ქვემოთ.
- ზურგის ტკივილი ევროპაში, შეიძლება ითქვას, ეპიდემიად იქცა. ზურგი კომპლექსური სტრუქტურაა. ის შედგება დიდი რაოდენობით კუნთების, ძვლების, მყესების, ნერვებისა და სისხლძარღვებისგან. აქედან გამომდინარე, პრობლემათა აღმოცენებისთვის აქ დიდი ასპარეზია, თუმცა ზურგის ტკივილს დიდ მნიშვნელობას იშვიათად ანიჭებენ. გადაღლილობის გამო ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ალბათ ყველას უგრძნია. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე ძვრებისა და პროცესების მაუწყებელი განგაშის ზარია.
ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. არადა, აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების - ოსტეოქონდროზის მანიშნებელია. პაციენტები (ხშირად - ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად მათი განუწყვეტელი თავის ტკივილის მიზეზს ხერხემლის, კისრის არეში აღმოაჩენენ ხოლმე. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივი ზეწოლა მათ მომატებულ აღგზნებადობას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი. ეს მარტივი მაგალითიც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ: ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინც-დამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალათა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით ვლინდება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს კი ქვედა კიდურებში გავრცელებადი ტკივილი მოწმობს. გამოდის, რომ ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხერხემლის მოვლა და გაფრთხილება. ზურგის ტკივილის მიზეზი ხშირად კუნთოვანი ტონუსის სისუსტეა.
რატომ გახსენებთ ზურგი თავს ასე მწარედ?
იმიტომ, რომ:
 არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ არასწორ მოძრაობებს;
 ძლიერად და არასწორად იხრებით, დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ზიხართ;
 სწევთ მძიმე ტვირთს;
 დღის უდიდეს ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებთ (განსაკუთრებით - თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით).
ზურგის ტკივილის მიზეზებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე ისეთი სერიოზული პათოლოგიური პროცესები, როგორიც არის:
 მალათაშუა დისკების თიაქარი;
 ანთებითი დაავადებები;
 მეტაბოლური ძვლოვანი დარღვევები (მაგალითად, ოსტეოპოროზი).
განსაკუთრებული ყურადღება ქალებს მართებთ. სტატისტიკური ანალიზი მოწმობს, რომ ზურგის ტკივილი უმთავრესად ქალთა ხვედრია. არც არის გასაკვირი - დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა, სამზარეულოში ფუსფუსი, საყიდლებზე სიარული, რეცხვა, მძიმე ტვირთის აწევა თუ ტარება - ყოველივე ეს თავის კვალს ტოვებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ქალების ორგანიზმში ირღვევა 35 წლის შემდეგ მინერალური ცვლა, ძვლები მყიფე, ადვილად მსხვრევადი, უმნიშვნელო ტრავმისადმი მეტად მგრძნობიარე ხდება, ნათლად დავინახავთ, რაოდენ დიდ რისკს უქმნის სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასეთი რეჟიმი და როგორი გაფრთხილება სჭირდებათ მათ. დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს და, რაც მთავარია, მუდმივად ივარჯიშეთ! გახსოვდეთ: ზურგის ტკივილი სიმპტომია, რომლითაც ხერხემალი შველას გთხოვთ. თუ დროულად მიაკითხავთ სპეციალისტს, შერყეული ჯანმრთელობის აღსადგენად მკურნალობის შედარებით მარტივი მეთო-დებიც გამოგადგებათ. ამ მარტივ მეთოდებს შორის არის მანუალური თერაპია. მასაჟთა კომპლექსითა და სხვა სამკურნალო პროცედურებით შესაძლოა მძიმე გართულებები აიცილოთ თავიდან. ამიტომ გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გადაღლილ ხერხემალს განტვირთვისთვის სჭირდება! რაც მთავარია, წესად დანერგეთ ვარჯიში. დღეში ორჯერ მაინც წაივარჯიშეთ 15-20 წუთით. გახსოვდეთ, ყოველდღიური ვარჯიში ტონუსს მატებს ზურგის კუნთებს, ხსნის მათ დაჭიმულობასა და გადაძაბვას, ათავისუფლებს ხერხემალს დაღლილობისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს სახსრებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.

კომენტარები
27 თებერვალი 2018 09:39
გამრჯობა მაქვს მწვავე თავის ტკილი ერთ წელზე მეტია ,მქონდა ყელში ნერწყვი ცხვირში სისველე ,ვიმკურნალე ერთი წელი ბუნებრივი საშუალებით და მოვრჩი ,ჩირქი გამოვიდა ყვითელი ,ეხლა ისევ დამეწყო დუდი მეწვის თავის დ კეფა ,რის ბრალი შეიძლება იყოს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად