72 წლის მამაკაცს ჰქონდა ფილტვში წყალი, ამოუღეს ნა... | პულმონოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პულმონოლოგია

კატეგორია - პულმონოლოგია

01-07-2010

- 72 წლის მამაკაცს ჰქონდა ფილტვში წყალი, ამოუღეს ნახევარი, ეხლა გადავუღეთ ექოსკოპია და აღმოჩნდა, რომ 15 მლ წყალი გულშიც ჰქონია. იკეთებდა ინესტომის ნემსებს, ფილტვში წყალი ცოტა დაუშრა, თუ შეიძლება მითხარით, იკურნება თუ არა ეს დაავადებები სრული განკურნებით? არის კატასტროფულად გამხდარი, ვერ იმატებს წონაში, თან დაემართა შიშები, ჰგონია რომ კვდება.

პასუხი
- პლევრის ღრუში სითხის დაგროვება არის არა დამოუკიდებელი დაავადება, არამედ რომელიმე დაავადებით ან მდგომარეობითაა გამოწვეული. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. იგივე მიზეზები ხშირად სითხის დაგროვებას იწვევენ პერიკარდიუმის ღრუშიც ანუ გულის პერანგში. საინტერესოა, რომელი დაავადებით აიხსნა ამ შემთხვევაში სითხის დაგროვება. სწორედ დაავადება განსაზღვრავს პროგნოზსაც ანუ იმ გარემოებას, სრულად ინკურნება თუ არა დაავადება. დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ლალი ჩხიკვაძის ინტერვიუ “პერიკარდიუმისა და პლევრის ღრუს ექსუდაციური დაავადებები”.


რეკომენდებული ექიმები
კომენტარები
18 იანვარი 2017 20:56
ვარ 24 წლის ფილტვში მაქვს სითხე ვმკურნალობ და მაინტერესებს რამდენად საშიშია სიგარეტის მოეწავა ამ დროს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად