რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- არ ვიცი, რამდენად შედის ენდოკრინოლოგის რეკომენდაციაში ის საკითხი, რასაც ახლა გკითხავთ. 18 წლის ვარ და ჩემს ლიფებს ყოველთვის აქვს რაღაცნაირი, თითქოს ცხიმის სუნი, რაღაც მწარე. მიუხედავად ლიფების აქტიური რეცხვისა, მაინც მალე ვსვრი მათ. დავაკვირდი და მაგალითად ჩემი დის ლიფებს არანაირი სუნი არ აქვს და არც დედაჩემისას. ჩემს ლიფებს კი როგორც ვთქვი, ცუდი ცხიმის თუ რაღაცნაირი მწლაკე სურნელი გაკრავს. ვფიქრობ, რამე დარღვევა ხომ არ მაქვს. მაქვს საკმაოდ პატარა მკერდი, ვფიქრობ ეს რამე კავშირში ხომ არაა. რით შეიძლება ვუმკურნალო ან რისი ბრალი შეილება იყოს? დიდი მადლობა წინასწარ. გამონადენი დვრილიდან ნამდვილად არ მაქვს.
პასუხი
- თუ ნამდვილად არ გაქვთ გამონადენი დვრილებიდან, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ყველა ადამიანის ოფლს აქვს ინდივიდუალური სუნი, რაც ნამდვილად არ არის რაიმე სადიაგნოზო კვლევის ჩატარების საფუძველი, თუ არ გაქვთ სხვა სიმპტომებიც. ზოგადად, ადამიანმა ლიფი ყოველდღე უნდა გამოიცვალოს.