რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 60 წლის მამაკაცს შარშან მაღალი წნევის გამო ცხვირიდან ჰქონდა სისხლდენა, (წნევა ქონდა 200-110) რაც ექიმების დახმარებით შეუჩერდა. დაენიშნა მკურნალობა ანუ წნევის დამარეგულირებლები. ეხლა აქვს ხოლმე 160-95-თან დილაობით, და ხშირად გრძნობს, რომ სისხლი ცოტა რაოდენობა უგროვდება პირში. აქვს სისუსტე. გთხოვთ გვირჩიოთ, ვის მივმართოთ, სწორი მკურნალობა რომ ჩაიტაროს?
პასუხი
- მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის მიზანია წნევა არ აღემატებოდეს 140/90, ხოლო თუ ადამიანს დიაბეტი აქვს – 130/85-ს. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ კარდიოლოგს ან თერაპევტს, ხოლო ცხვირიდან სისხლდენის გამო გირჩევთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაციას. ამავე დროს, უნდა ჩატარდეს სისხლში თრომბოციტების დათვლა და კოაგულოგრამა, რათა გამოირიცხოს სისხლის შედედების დარღვევა.