რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- არ ვიმყოფები საქართველოში, ჩემს დედიკოს აქვს პრობლემა - იგი საქართველოშია, 3 წელია უკვე სტკივა მენჯები. ექიმთან მისვლისას დაუდგინეს (უკაცრავად თუ ზუსტად ვერ დავწერ) მენჯის და თეძოს ძვლების შევიწროება. და თუ არ იმკურნალა, საერთოდ ვეღარ ივლისო. და კიდევ ისეთი საშიში რამაა, რომ მთელი ცხოვრება უნდა იმკურნალოს? და კიდევ ექვემდებარება ესეთი რამ წამლებს? ძალიან ვნერვიულობ. ეს მოგწერეთ და ვერ გავიგეო, მომწერეთ და მეორედ მისვლის შემდეგ ექიმმა უთხრა, რომ აქვს კოქსართროზი.
პასუხი
- დიდ მადლობას გიხდით პასუხისათვის. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, სწორედ ამ დაავადების არსებობა ვივარაუდეთ. კოქსართროზი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი – დაავადება, რომელსაც ხალხი რატომღაც მარილების ჩალაგებას ეძახის. სამწუხაროდ, პროცესი პროგრესირებს. მკურნალობა გულისხმობს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატების მიღებას და იმ საშუალებების გამოყენებას, რომლებიც სახსარში არსებულ ნივთიერებებს შეიცავენ. რიგ შემთხვევებში ტარდება სახსრის პროთეზირება. დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნინო ჩარგეიშვილის ინტერვიუ ტრავმატოლოგ პაატა ომსარაშვილთან “კოქსართროზი” და ეს დაავადება მოძებნეთ ჩვენს სამედიცინო ენციკლოპედიაში.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი