რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვაკონკრეტებ ადრე დასმულ შეკითხვას: "დილით ახალ გაღვიძებულსაც კი სულ მეძინება და მამთქნარებს, თუმცა მძინავს 8-7 საათი. ორსულად არ ვარ. ყავის დალევა მეტ-ნაკლებად მაფხიზლებს, მაგრამ ყავას ვეღარ ვსვამ ბოლო პერიოდში, გული მიფრიალებს და მიჩქარდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს უძილობის შეგრძნება და როგორ გავაქტიურდე?" ვარ 32 წლის ქალბატონი, 5 წელი ვარ გათხოვილი, თუმცა ორსულობა ჯერ არ მქონია. სისხლის საერთო ანალიზი ნორმაშია, ჩიყვიც ნორმაში. რა ვუშველო ამ მუდმივ დაღლილობის შეგრძნებას?
პასუხი
- ხომ არ განიცდით რეიმეს, გამუდმებული სტრესის ზემოქმედებას ხომ არ განიცდით? თუ ასეა, საკონსულტაციოდ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. კარგი იქნება, თუ დილით გამამხნევებელ ვარჯიშს შეასრულებთ, ფეხით ივლით დღეში 30 წუთის განმავლობაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხელმა ზაფხულმა შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს თქვენი დისკომფორტი.