- რამდენიმე ხანია, მტკივა მკლავი მაჯიდან იდაყ... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

01-07-2010

- რამდენიმე ხანია, მტკივა მკლავი მაჯიდან იდაყვამდე. არ წავქცეულვარ არანაირი ტრავმა არ მიმიღია. როგორ მოვიქცე? ტკივილი აუტანელი არ არის. შეიძლება ამის მიზეზი ე.წ. მარილები იყოს? გმადლობთ.

პასუხი
- თქვენი პრობლემა ძალიან გავს ე.წ. გვირაბის სინდრომს.
გვირაბის სინდრომს ახასიათებს ხელის, განსაკუთრებით მარჯვენა მტევნის ტკივილი, რაც გამოწვეულია ხანგრძლივი ერთგვაროვანი მუშაობით (მაგალიტად, ხშირია მძღოლებსა და კომპიუტერზე მომუშავეებში). ტკივილის აღმოცენების მიზეზია მაჯის არხში ნერვის გაჭყლეტა. დიაგნოზი ისმევა ნევროლოგის მიერ პაციენტის გასინჯვის და გამოკითხვის შედეგად.
მკურნალობა გულისხმობს მაჯის არეში კორტიკოსტეროიდების შეყვანას, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, სპეციალური მაჯის ბანდაჟის ტარებას. მედიკამენტოზური თერაპიის შედეგად ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
გვირაბის სინდრომის პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია, რომ პაციენტმა უზრუნველყოს სათანადო სამუშაო პირობები, ხშირად შეწყვიტოს სამუშაო და ჩაატაროს ხელის ვარჯიშები. ასევე გასათვალისწინებელი შემდეგი:
-კლავიატურასთან მუშაობის დროს იდაყვში ხელი მოხრის კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს;
-მაუსით მუშაობის დროს მტევანი უნდა იყოს სწორი და იდოს მაგიდის კიდიდან რაც შეიძლება მოშორებით.
-სკამს ან სავარძელს უნდა ჰქონდეს სახელურები, ასევე სასურველის დამატებითი საყრდენის არსებობა მაჯისთვის (მაუსის ხალიჩა, სპეციალური ფორმის კლავიატურა ან კომპიუტერის მაგიდა სილიკონის ბალიშით);
-თუ გიხდებათ ბევრი და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულება მაჯით, მაშინ უნდა ატაროთ მაჯისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟი;
რაც უფრო ხშირად შეწყვეტთ სამუშაოს ვარჯიშის შესასრულებლად მისი ეფექტი მით უფრო დიდი იქნება:
1. დაფერთხეთ ხელები;
2. თითებით 10 –ჯერ შეკარით მუშტი;
3. ამოძრავეთ მტევნები მაჯის სახსარში;
4. დააწექით ერთი ხელის გულით მეორე ხელის თითებს.
ამ ვარჯიშების წყალობით გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას კუნთებში და თავსაც უკეთ იგრძნობთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად