რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რა არის სებორეული კერატოზი და რა სიმპტომებით ხასიათდება აღნიშნული დაავადება? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
- სებორეული კერატოზი (სებორეული მეჭეჭი) კანის საკმაოდ ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ჩვეულებრივ ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში ეპიდერმისისგან. მისი პათოგენეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ითვლება, რომ ეს დაზიანება ვითარდება ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედებიდან ან თმების ფოლიკულების კერატი-ნოციტებისგან და არანაირ კავშირში არ არის ადამიანის პაპილომა ვირუსთან, თანამედროვე შეხედულებებით მზის დასხივებასთან კავშირიც უარყოფილია. სებორეული კარატოზის ელემენტები მრავლობითია, მდებარეობს გულმკერდზე, უფრო იშვიათად _ სახეზე, კისერზე, მტევანზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე და კანის სხვა უბნებზე. გამონაკლისს წარმოადენს ხელისა და ფეხის გულები. პროცესი არასდროს არ აზიანებს ლორწოვან გარსს. დაზიანებული კერის რაოდენობა არ აღემატება 20-ს. კერატოზის დიამეტრი ვარირებს 0,2-3 სმ-ში, ზოგჯერ 4-6 სმ-საც აღწევს. ამ დაავადებისადმი გენეტიკური წინასარგანწყობა არსებობს. სებორეული კერატოზის კლინკური სურათი დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე და განვითარების ვადაზე. ახლად გაჩენილი ელემენტები წარმოადგენენ ბრტყელ, წვრილ ლაქებს ან პაპულებს, რომლებიც კანზე მიწებებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათ აქვთ მკვეთრი საზღვრები, ვარდისფერი ან ყვითელი შეფერილობა, აქვთ მეჭეჭისებური (თითქოს დაგოფრილია) ზედაპირი და იფარებიან ადვილად მოცილებადი ცხიმოვანი ქერქით, დროთა განმავლობაში ეს ქერქი უფრო მკვრივი ხდება და იკეთებს ნახეთქებს. ქერქის სისქე ზოგჯერ 1-2 სმ-ს აღწევს. კლასიკური სებორეის ელემენტები დროთა განმავლობაში იღებენ სოკოს მასგავს ფორმას და მუქ-ყავისფერ ან შავ შეფერილობას. სებორეული კერატოზი ვითარდება ნელა (რამდენიმე ათეული წელი) და არასდროს არ გარდაიქმნება ავთვისებიან წარმონაქმნში. მკურნალობა შეიძლება არც კი ჩატარდეს. კოსმეტიკური თვალსაზრისით შეიძლება მისი მოშორება დიათერმოკოაგულაციით, ლაზერით, კრიოდესტუქციით.
გამარჯობა,მაქვს ფოლიკულური კერატოზი (მკლავებზე). რას მირჩევთ მის სამკურნალოდ.მადლობთ
08 მარტი 2015 13:38
უკვე ვერარაფერი გავიგე. თქვენ წერთ, რომ სებორეული კერატომა არასდროს არ გარდაიქმნება ავთვისებიან წარმონაქმნში. სხვა საიტებზე კი (ძირითადად რუსულ საიტებზე) წერია, რომ სებორეული კერატომები ყველაზე სახიფათოა კერატომათა შორის და 10-15% შემთხვევაში გარდაიქმნება ავთვისებიანად. ხომ არ შეიძლება ერთი საიტი ერთს გეუბნებოდეს და მეორე მეორეს? თუ ყველა ქვეყანას თავისი მშობლიური კერატომები აქვს?