ძალიან გთხოვთ, რამე მირჩიეთ... ვარ საშინელ მდგომა... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-06-2010

- ძალიან გთხოვთ, რამე მირჩიეთ... ვარ საშინელ მდგომარეობაში... რამდენიმე წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი საზღვარგარეთ, მეგობრულად ვიყავით, თუმცა თავიდანვე იგრძნობოდა ჩვენს შორის დიდი სიმპატია.... მეორე წელსაც შევხვდი, ისევ ის სიმპატია... მიუხედავად ამისა, საქართველოში როცა დავბრუნდი და აქედან მივწერე რამდენჯერმე, არ მიპასუხა... შემდეგ სკაიპში ერთხელ სხვა სახელით დავრეგისტრირდი და ისე მივწერე, ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს მითხრა, ერთი გოგო მომწონს ძალიან, მაგრამ სანამ ფეხს კარგად არ მოვიკიდებ, პროფესიული თვალსაზრისით (ამერიკაში უნდა ცხოვრება), იმ გოგოსთან ვერ ვიქნებიო... მე ჯერ ვერც მივხვდი, ვიზე იყო ლაპარაკი... გავიდა თვეები. მოგეხსენებათ, არსებობს სოც. ქსელი ფეისბუქი... იქ დავამატე მეგობრად. ამხანაგებთან მიწერ-მოწერაში წავიკითხე, რომ ძალიან ბედნიერი იყო და ასე შემდეგ... (თუმცა ამ ბიჭს თავიდანვე ვატყობდი, რომ ცოტა ჩემი წვალება სიამოვნებდა... ანუ ჩემს რეაქციებზე თამაშობდა თითქოს. დავამატე თუ არა, მეორე დღესვე დადო სტატუსი, რომ შეყვარებული ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა - იმ წამსვე მივხვდი, რომ ამას ჩემს გამო წერდა. ცოტა ხნის შემდეგ სხვა სახელით მომწერა და სიყვარული ამიხსნა ლამის. მე არ გამოვეხმაურე. შემდეგ კიდევ ერთხელ დამიკავშირდა, ასევე სხვა სახელით და მე მივწერე, უცხოებს არ ვეკონტაკტები-მეთქი). ამის მერე ინტერესს ვატყობდი ისევ... ორი დღეა, რაც იმავე ფეისბუქში დაუმეგობრდა კიდევ ერთ გოგოს საქართველოდან... იმ გოგომ ჩემზე ერთი წლით ადრე გაიცნო, ვიცი, რომ მოსწონდა (ამ ბიჭზეც მითხრა, ვატყობდი მოვწონდიო). ეს ორი დღეა, არ მძინავს, ტირილით ვსკდები, ძალიან ცუდად ვარ... ალბათ ეჭვიანობის ბრალია, მეშინია, რომ ამ ადამიანს დავკარგავ და სასოწარკვეთაში მაგდებს ეს... თუ ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა ჰქონდა ამ ადამიანს, შეიძლება ასე უცბად ისევ სხვაზე გადაიტანოს ყურადღება და მე დამივიწყოს? ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ, რა გავაკეთო, ასე მგონია, სადაცაა გული გამისკდება... რა მოვუხერხო თავს?!

პასუხი
- გირჩევთ დამშვიდდეთ და გააგრძელოთ მასთან ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობა, ესაუბრეთ მეგობრულად. ხშირად ჰკითხეთ, როგორ ცხოვრობს, რას აპირებს, ესაუბრეთ მის პრობლემებზე, მისთვის საინტერესო თემებზე. ერთი სიტყვით, იმეგობრეთ და დრო ყველაფერს გიჩვენებთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად