ვარ 23 წლის, მყავს მეუღლე და 1 წლის და 3 თვის ბავ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-06-2010

- ვარ 23 წლის, მყავს მეუღლე და 1 წლის და 3 თვის ბავშვი. 18 წლის ასაკში მომიტაცეს, იძულებით დავრჩი იმ მამაკაცთან, ვინც არ მიყვარდა, ვიცხოვრე მასთან 2 წელზე მეტი. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეამჩნია, რომ უბედური და არასრულფასოვანი ცხოვრება მქონდა, შვილიც არ მყავდა, ესე შეგვიყვარდა ერთმანეთი მე და ჩემს მეგობარს, ჩემი ქმარი განქორწინებაზე უარს მეუბნებოდა, ჩემი მშობლებიც არ ამომიდგნენ გვერდში. არც მაშინ, როცა მომიტაცეს, არც შემდეგ. რცხვენოდათ, არ უნდოდათ უკან მობრუნებული შვილი ჰყოლოდათ (იჭორავებენ ჩვენზეო), ავდექი და გავიპარე ჩემს ახლანდელ ქმართან ერთად, შვილიც შეგვეძინა, მშობლებიც შემირიგდნენ. მაგრამ მაინც მშვიდად არ ვარ, სულ გაღიზიანებული და ანერვიულებული ვარ, სულ ეჭვი მღრღრნის, ჩემმა ქმარმა სხვაში არ გამცვალოს, მეშინია! ამავე დროს 2 ჯერ ნარკოზი მაქვს გაკეთებული, მუცელი მომეშალა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში და ორივეჯერ ნარკოზით გამომფხიკეს. გთხოვთ მირჩიეთ, რა დამამშვიდებელი პრეპარატი მივიღო, თუნდაც ცოტათი, რომ დავიმშვიდო ნერვები, არ მინდა ოჯახი დამენგრეს. ვგძნობ, რომ ჩემი ქმარიც დავღალე ამ ყველაფრით, დიდი მადლობა დახმარებისთვის.

პასუხი
- თქვენ დიდი ნერვული სტრესი გაქვთ გადატანილი, რასაც როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია და აისახა თქვენს ნერვულ სისტემაზე. თქვენ ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახის სიმტკიცეს და თქვენს შვილს აუცილებლად სჭირდება თქვენი სიმშვიდე. მკურნალობა მხოლოდ დამამშვიდებელი საშუალებებით შედეგს ვერ მოგცემთ, თქვენს შემთხვევაში ფსიქოთერაპია უფრო მნიშვნელოვანია, არ არის გამორიცხული, რომ ანტიდეპრესიული საშუალების მიღებაც დაგჭირდეთ, რომლის შერჩევა და დოზირება მხოლოდ ნევროლოგს შეუძლია ინდივიდუალური წესით. ასე, რომ ძალიან კარგი იქნება ფსიქონევროლოგთან ვიზიტი.
ექიმთან ვიზიტამდე კი გირჩევთ, მიიღოთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა ან ნევროსტიმი). გარდა ამისა, გირჩევთ ჯანსაღ ცხოვრების წესს - იკვებეთ სრულფასოვნად, ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე (თუ მოიხმართ), შედით ცურვაზე, როგორც უკვე გითხარით, მეტად მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი (ადრე დაწექით და ადრე ადექით), დილა დაიწყეთ ვარჯიშით (სისტემატიურად ივარჯიშეთ დღეში 25 წუთი).

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად